2 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაკავებული ნაციონალური მოძრაობის წევრი, გიორგი პატარაია 2 000 ლარით დააჯარიმეს.
მისი ცოლის ინფორმაციით, მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით ედავებოდნენ, რაც პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობასა და წვრილმანი ხულიგნობას გულისხმობს.
თუმცა პატარაიას დაკავების ვიდეო კადრებში ჩანს, რომ მას იმ მომენტში აკავებენ, როცა აქციაზე დგას და პოლიციელს წინააღმდეგობას არ უწევს.
2 მარტს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის 2 ჟურნალისტი დააკავა. დაკავებულთა შორის იყვნენ სტუდენტები, აქტივისტები. გამოცემა პუბლიკას რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი შსს-მ იმავე ღამით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.