logo
ENG



2 შენობა თბილისში, საიდანაც მოქალაქეებს უსმენენ და უთვალთვალებენ - შაბათის ფორმულა

16 ივლ 202220:36
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ თბილისში ორ ობიექტს მიაგნო, სადაც ქართული ოცნების დავალებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს, მათ შორის ჟურნალისტებს ფარულად უსმენს და უთვალთვალებს.

ორივე ტერიტორია საკმაოდ დაცულია. ერთ-ერთი შენობა, საიდანაც გვისმენენ - გლდანში მდებარეობს. მავთულხლართებიან, მაღალ გალავნიან და კამერებით აღჭურვილ შენობას გარედან აწერია - ქალაქის დაგეგმარების სამსახური.

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, იქ მუშაობენ ადამიანები - ვინც პასუხისმგებელია ფარულ გადაღებაზე, სახლებში, ოფისებსა თუ სხვათა პირად კომპიუტერებში თვალთვალისთვის საჭირო მოწყობილობების დაყენებაზე. ის, რომ გოთუას ქუჩაზე, სადაც რამდენიმე შენობა და დიდი ეზოა, მაღალი გალავნით გარშემორტყმული ტერიტორია უშიშროებას ეკუთვნის, ადგილობრივებმაც იციან. თუმცა, ამის მეტი ინფორმაცია არ აქვთ. შენობას შესასვლელი ორი მხრიდან აქვს. კამერების რაოდენობაც იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ჩვეულებრივი უწყება არაა.

რამდენიმე თვის წინ სუს-იდან გაჟონა ფაილებმა, სადაც ათიათასობით დოკუმენტში, ძირითადად სასულიერო პირებზე თვალთვალი იყო გაშიფრული, ჟურნალისტებიც მოხვდნენ. საქმე ამ დრომდე არაა გამოძიებული, თუმცა ხელისუფლებამ დაზარალებული სტატუსი ჩანაწერების ფიგურანტებს, მათ შორის ფორმულას ჟურნალისტს, თამარ ჩიხლაძეს, მხოლოდ ახლა მიანიჭა, მას შემდეგ, რაც სტრასბურგში რამდენიმე საერთო, თუ ინდივიდუალური სარჩელი გაიგზავნა.

რამდენიმე დღის წინ მთავარი არხის ჟურნალისტების საუბრის ფარული ჩანაწერი სამთავრობო არხებზე მომღერალმა და წამყვანმა - უცნობმა გაავრცელა. 

აღსანიშნავია, რომ რეპორტაჟის მომზადების დროს სუს-ის შენობის გადაღებისას შაბათის ფორმულას ოპერატორს დაემუქრნენ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.


close დახურვა