logo
ENG



ეზუგბაია: პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმისაა

01 ივნ 202010:43
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 მძიმე პაციენტია.

ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში 6 ახალი პაციენტი მიიყვანეს და მათი მდგომარეობა მსუბუქი სიმძმისაა. 

„დღეს გვაქვს 11 ახალი შემთხვევა, იყოს 783 და 794 დადასტურებული შემთხვევაა. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულტა რაოდენობა და გყვავს 624. გამოჯანმრთელებულტა რაოდენობა დაავადებულებთან შედარებით 78.5%-ით მეტია. ამ ეტაპზე, 158 ინფიცირებული მკურნალობს სტაციონარში. 11 ახალი შემთხვევიდან 8 ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა. 3 არის მარნეულის სოფელ მარეთიდან. ახალი კლასტერი ქვეყანაში არ გყვავს.

"ჩვენს ცენტრში 54 ინფიცირებულია. მივიღეთ 6 ახალი შემთხვევა, ეს იყო სოფელ მარეთიდან და ბოლნისის წინა დღის შემთხვევები. 3 მძიმე პნევმონიით პაციენტი გყვავს. მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ დღეს რადიოლოგიური კვლევის პასუხებს ველოდებით. თუ აქაც გაუმჯობესება აღინიშნება, ალბათ, მძიმე სიიდან ამოვიღებთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ძირითადად, საშუალო სიმძიმისაა, დაახლოებით 50%-ზე მეტი. დანარჩენი მსუბუქი სიმძიმისაა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 794-მდე გაიზარდა.  

19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და მათი რაოდენობა 624-ს შეადგენ.

794-დან 12 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

 


close დახურვა