როგორ უმკლავდებიან თითქმის უპენსიოდ დარჩენილი პენსიონრები ლიბერთი ბანკის მიერ გაცემულ სესხებს პანდემიის შემდეგ - „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ თემასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
დოლიძის თქმით, უკვე 10 წელია რაც ლიბერთი ბანკი უალტერნატივო პოზიციას ფლობს პენსიისა და სხვა სოციალური პაკეტების გაცემის უფლებაზე. „მოძრაობა ხალხისთვის“ პენსიონერებს უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
„ჩვენი პენსიონერების ნახევარს აქვს საპენსიო სესხი ლიბერთი ბანკიდან, პენსიონერების ნახევარი საკუთარი პენსიის ნახევარზე მეტს ამ ბანკში ტოვებს. ლიბერთი ბანკს საპენსიო სესხები გაცემული აქვს 30%-ად და მეტად. პენსიონერების უმეტესობამ არც იცის ის პირობები, რომლიც უწვრილესი შრიფტით უწერიათ მათ ხელშეკრულებაში. პენსიონერები ვერ ახერხებენ სესხის დაფარვას. პენსიების გაცემის უპირატესობა ლიბერთი ბანკს მიღებული აქვს ყველანაირი ტენდერის გარეშე“, - აცხადებს ანა დოლიძე.
