თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცებისთვის შეძენილ სამხედრო ფეხსაცმელებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს. გამართულ ბრიფინგზე სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შეძენილი სამხედრო ფეხსაცმელი უმაღლესი ხარისხის არის და ამ მიმართულებით კრიტიკის საფუძველი არ არსებობს.
მათი თქმით, პრეტენზია ახალ ფეხსაცმელთან დაკავშირებუთ არც რომელიმე სამხედროს გამოუთქვამს
„ჩვენს მიერ შესყიდული იყო „ლოვას“ და „ჰაიიქსის“ წარმოების ბატინკები, რაზეც დღეს გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, რომ აღნიშნული წარმოადგენს სხვა ქვეყნის პატენტს. ჩვენ მოგვიწია, რაც ქვეყნისთვის ნამდვილად არ არის პრესტიჟული საქმე, მივმართეთ გერმანულ კომპანიას, რამაც გამოიწვია გაოცება“, - განაცხადა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.
