logo
ENG



გამყრელიძე საბურთალოს კლასტერზე: საერთო ჯამში 197 პირი იყო გამოკვლეული, ინფიცირებულთა რიცხვი 27-ს შეადგენს

05 ივნ 202019:16
3 წუთის საკითხავი
 
03kc77kx1uxzokd.png

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 27-ს შეადგენს. როგორც გამყრელიძემ განმარტა, აღნიშნული კლასტერიდან 197 ადამიანი იყო გამოკვლეული, მათგან კარანტინში 106 პირი იყო გადაყვანილი. ასევე გამყრელიძის ინფორმაციით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან, ამჟამად კარანტინში 88 ადამიანი იმყოფება, 78 კი თვითიზოლაციაში რჩება.

„დღეს დილისთვის ახალი შემთხვევა გვქონდა 4, აქედან 2 იყო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, ეს იყო რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში განვითარდა თბილისის საბურთალოს რეგიონში, ე.წ. საბურთალოს კლასტერი, სადაც უკვე 27 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული, გამოკვლეულია 197 ადამიანი, აქედან კარანტინში გადასულია - 106, ამჟამად იმყოფება - 88, 78 კი თვითიზოლაციაშია. 27 მკურნალობს და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


close დახურვა