საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და ამ ეტაპისთვის 808-ს შეადგენს. ეს ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე არის განთავსებული. ამავე ვებგვერდის თანახმად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 663 გახდა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში რჩება 2955 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 13 ადამიანი გარდაიცვალა.