logo
ENG



ბათუმში აქციაზე დაკავებულებიდან რვას 1000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა

06 ივნ 202014:34
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში ე.წ. კანონიერი ქურდის, ლავასოღლის აქციაზე დაკავებული 9 მოქალაქის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართოში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სასამართლომ 8 დაკავებულს 1000-1000 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, ხოლო ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. სასამართლო მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ამის პარალელურად, ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრების მტკიცებით ისინი, მომავალ ორშაბათს, ქვეყნის გენერალურ პროკურორს უნდა შეხვედროდენ, უმცა დღეს მათ არ დაუკონკრეტებიათ, თუ კონკრეტულად ვისთან ექნებათ ორშაბათს, 8 ივნისს შეხვედრა. როგორც მინდია ლავასოღლის და აცხადებს, აქციაბი ორშაბათამდე გრძელდება, ხოლო შეხვედრის შემდგომში გაგრძელდება თუ არა აქციები ეს ორშაბათის შეხვედრაზეა დამოკიდებული.

„9 დაკავებულიდან  დაჯარიმდა 1000-ლარიანი ადმინისტრაციულით, ერთთან სიტყვიერით შემოიფარგლნენ. ორშაბათს შეხვედრა მექნება პროკურატურაში, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შევთანხმდებით ყველაფერში. პროტესტი ორშაბათამდე გრძელდება, ორშაბათის შეთანხმებაზეა დამოკიდებული. ჩემთვის არავის ფურცელი არ მოუცია, საქართველომ მიმართა თურქეთს, თურქეთში მაქვს ის, რომ ინტერპოლით ძებნილია, დაკავებული საქართველოსგან არანაირი საბუთი არ მაქვს მიღებული“, - განაცხადა ირინა გორაძემ.

გუშინ, აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი, პირი რომელსაც სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა, აცხადებს, რომ მან აქციაზე ყოფნისას პოლიციელების მოწოდება ვერ გაიგო.

„გუშინ დამაკავეს აქციაზე პოლიციელებმა. კანონიერი მოწოდებით, დამეტოვებინა გზა, რაც ვერ გავიგე, ამიტომ დროულად ვერ დავტოვე და გადამიყვანეს დაკავების ადგილას. დღეს სასამართლომ გაითვალისწინა ჩემი ნათქვამი და შემოიფარგლა შენიშვნით“, - განაცხადა აკაკი ბართაიამ.

შეგახსენებთ, 12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლავასოღლი დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა მიუსაჯა. მისი  ექსტრადიციის მოთხოვნით, ოჯახის წევრებმა აქცია ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არაერთხელ გამართეს.


close დახურვა