"ფრესკოს" დამფუძნებელი ვასილ სოფრომაძე ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს "ფრესკოს" წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში ადანაშაულებს. სოფრომაძე მოითხოვს, რომ მინისტრმა იმ თანხის ოდენობა გაასაჯაროვოს, რომელიც პანდემიის პერიოდში სამინისტრომ "კარფურს" გადაურიცხა. სოფრომაძის თქმით, მის ბიზნესზე ხორციელდება ზეწოლა და ხელისუფლება ცდილობს უკანონოდ ფულის წართმევას.
"ბატონო ფინანსთა მინისტრო, ივანე მაჭავარიანო, ვინ ბრძანდებით თქვენ - უნიათო, თუ გამომძალველი და რეკეტი მინისტრი?! მესამე უბრალოდ არ არსებობს. ორი დღის უკან თქვენმა საგადასახადო სამსახურმა ყოველგვარ ლოგიკას, კანონს, ჭეშმარიტებას და საფუძელს მოკლებული ქმედებებით კიდევ ერთხელ გადაწყვიტა ფრესკოზე ფულის ახევა. გაასაჯაროვეთ ინფორმაცია რა მიზნით და რამდენი გადაუხადეთ ბიუჯეტიდან, ანუ ხალხის ჯიბიდან "კარფურს" სოციალურ პროდუქტეზე ფასების დასტაბილურებისთვის. მიუხედავად პანდემიისა, არ ვიცით რ ამოხდება ხვალ. მიუხედავად ეკონომიკის ვარდინსა ჩვენ წერეთლის გამზირზე ახალი ობიექტის მშენებლობა დავიწყეთ. კითხვა მაქვს -მაქვს მე იმის გარანტია, რომ მიუხედავად გადაწყვეტილებისა და ნებართვისა, რაც თქვენგან ავიღე, გამოგლიჯეთ კბილებით, მაქვს ამის გარანტია?! გუშინ თევნმა პრემიერმა განაცხადა, რომ ერთი გუნდი ხართ. ტყუილად დაირქვით "ქართული ოცნება", თქვენ უნდა გერქვათ აუხდენელი ოცნება, ქართულ-ჯიგრული ოცნება, თქვენ საქართველოს ოცნება ნამდვილად არა ხართ",-განაცხადა ვასილ სოფრომაძემ.