logo
ENG



30 იანვრიდან 3 ივნისამდე საქართველოში კოვიდ-19-ზე 60 273 PCR ტესტი ჩატარდა

04 ივნ 202015:24
3 წუთის საკითხავი
 
c5jlwsyycjdf5mx.jpg

30 იანვრიდან 3 ივნისამდე პერიოდში, საქართველოში პჯრ/RT-PCR-ით 60 273 შესაძლო შემთხვევის პირველადი ნიმუშია გამოკვლეული, - ამის შესახებ კორონავირუსის წინააღმდეგ მთავრობის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის COVID-19-ის რეპროდუქციის მაჩვენებელი საქართველოში 1-ზე ნაკლებია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია.

„მსოფლიოში COVID-19-ის ფართოდ გავრცელების პირველივე დღეებიდან, საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ბრძოლა ორი მიმართულებით - მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის და ეკონომიკის გადასარჩენად. ამიტომ, ყველა ის ნაბიჯი, რომელსაც მთავრობა დგამს, განპირობებულია უპირველესად ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების შესრულებისა და ეკონომიკის გადარჩენის მოტივაციით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, პანდემიის შედეგების შემსუბუქების მიზნით, უზრუნველყოფს მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას, მეწარმეების დახმარებას, ეკონომიკის ხელშეწყობას და ამასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან ინტენსიურ მუშაობას, კრიზისის შედეგების მაქსიმალური შემცირების მიზნით აუცილებელი ფინანსური ნაკადების მოზიდვისთვის.

ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურების მომენტიდან მიმდინარეობს ვირუსის რეპროდუქციის მაჩვენებლისა და სხვა ეპიდემიოლოგიური პარამეტრების მუდმივი კონტროლი. სულ, ჯამში, 30.01.2020-დან 03.06.2020-მდე დადასტურებულია 800 შემთხვევა, აქედან აქტიური შემთხვევა - 147, გამოჯანმრთელდა - 640, გარდაიცვალა - 13, ლეტალობის მაჩვენებელი - 1.63%“, - ნათქვამია ანგარიშში.


close დახურვა