logo
ENG



30 სექტემბერს ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან 8 წელი გადის - საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია

27 სექ 202020:22
3 წუთის საკითხავი
 

30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობიდან ზუსტად 8 წელი გადის. 

8 წლის შემდეგ ბარბარე რაფალიანცის დედა დროებას უყვება, რომ მისი შვილის გარდაცვალების ფაქტი ქართულმა ოცნებამ მაშინ სპეკულაციისთვის გამოიყენა.

თათია მექერიშვილი ამბობს, რომ ბრალდებები ემოციურ ფონზე გააჟღერა და რაც უთხრეს, ის დაიჯერა. დედა ფიქრობს, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმეში წინა ხელისუფლების ხელი არ ურევია და სჯერა, რომ ქართული ოცნება მკვლელს ხელს აფარებს. 

შვილმკვდარ დედას საქმის გამოძიების იმედი აღარ აქვს. ის ამბობს, რომ არც კი იცის სად და ვის შეიძლება დაუსვას კითხვები საქმის მიმდინარეობის შესახებ. 


close დახურვა