logo
ENG



30 ივნისს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა

30 ივნ 202300:44
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/30/32sjr247elnmqm1.jpg

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 30 ივნისს საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეხვედრას გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან, ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობის სხვა წევრებს- პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს პრეზიდენტი,სალომე ზურაბიშვილიც მიიღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი ეწვევა საოკუპაციო ხაზს და წეროვანის დევნილთა დასახლებას.


close დახურვა