logo
ENG



30 ივნისს ღია ჩვენებაზე დამსწრეებისთვის ავტობუსები ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

29 ივნ 202413:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/29/qi84awslcxmgyii.jpg

მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი, ფეხბურთის გამო, 30 ივნისის ღამესაც გახანგრძლივებული დროით იმუშავებს. 

30 ივნისს ესპანეთთან მატშიც ყურებას ქართველი გულშემატკივარი კვლავ მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ ღია ჩვენებაზე შეძლებს. 

ტერიტორიაზე ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

ესპანეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის 30 ივნისს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს გერმანიის ქალაქ კიოლნში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.


close დახურვა