logo
ENG



30 ოქტომბრის ღამიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოძრაობა შეიზღუდება

30 ოქტ 202322:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/10/30/3db2zdrv1eofhdh.jpeg

დაგეგმილი ღონისძიების გამო, 30 ოქტომბრის 23:00 საათიდან 31 ოქტომბრის 15:00 საათამდე ევროპის მოედანზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ასევე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით.

"ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩაზე. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით, ღვინის აღმართის მიმართულებით, ასევე, ევროპის მოედნიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ გვირაბში ჩამსვლელ პანდუსზე.

ამავე პერიოდში შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილებაც. კერძოდ, N350, N371, N345, N301, N331 ავტობუსები ევროპის მოედნის გავლის ნაცვლად, კოტე აფხაზის ქუჩის საშუალებით, თავისუფლების მოედნისკენ გადაადგილდებიან"- ნათქვამია განცხადებაში.


close დახურვა