logo
ENG



ზაფხულში ვირუსის პირველი ტალღა შესუსტდება, მეორე კი ოქტომბერ-ნოემბერში იქნება - ცერცვაძე

15 ივნ 202010:41
3 წუთის საკითხავი
clock 1915

ქვეყნის ინფექციონისტები ამბობენ, რომ კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბარი ნაადრევია.  

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა ჯერ კიდევ, პირველი ტალღის შედეგია.

ცერცვაძე ვარაუდობს, რომ ვირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში ან ნომებერში იქნება. 

"პირველი ტალღა არ დამთავრებულა ჯერ მსოფლიოში. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ ეს არის პირველი ტალღის ბოლო, ნარჩენები ასე, რომ ვთქვათ. პირველი და მეორე ტალღა ერთმანეთს უნდა გადაებას. როგორც კი მორჩება პირველი, მეორე დაიწყება. ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა იქნება ოქტომბერში ან ნოემბერში. ზაფხულში პირველი ტალღის შესუსტება იქნება", - განაცხადა ცერცვაძემ. 


close დახურვა