logo
ENG



გახარია: ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე საქართველოში შეგვეძლოს 10 ათასი PCR ტესტის გაკეთება დღეში

15 ივნ 202018:02
3 წუთის საკითხავი
 

 

კახეთში დიპლომატებთან შეხვედრისას, პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ყურადღება PCR ტესტების ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა. როგორც გახარიამ განაცხადა, დღეისთვის ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის მასშტაბით დღეში 4500 ტესტს ატარებს, მისი თქმით წლის ბოლომდე საქართველოში დღეში 10 ათასი PCR ტესტი  უნდა ჩატარდეს.

„გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელიც სახელმწიფოზე და მთავრობაზეა და ჩვენი პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც სწრაფად გამოავლენს ინფიცირების ფაქტს, სწრაფად უმკურნალებს მოქალაქეს და დააბრუნებს ნორმალურ ცხოვრებაში. დღეს თუ ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. თუ, მაგალითად ლუგარის ლაბორატორია, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში, ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში აკეთებდა 100-150 PCR ტესტს, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 ტესტი. ჩვენი ამოცანაა,რომ წლის ბოლომდე საქართველოში შეგვეძლოს 10 ათასი PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში..“,- განაცხადა გახარიამ.

 


close დახურვა