სროლის ხმა ისმოდა რუსეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, დერბენტის რაიონში, სადაც აზერბაიჯანის მოქალაქეები და დაღესტნის პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი, კოვიდ 19-ის გამო, ორ ქვეყანას შორის, საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული შეზღუდვა გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას ფეხით ცდილობდნენ. მათ პოლიციის მანქანები დაარბიეს. ქვები დაუშინეს სამართალდამცველებსაც, რის გამოც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო აზერბაიჯანის დიდ ქალაქებში საკარანტინე წესები გაამკაცრეს. მუშაობა შეჩერეს დაწესებულებებმა, ტრანსპორტმა და სავაჭრო ობიექტებმა.