logo
ENG



რესპუბლიკელი კონგრესმენი: არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში

18 ივნ 202021:43
3 წუთის საკითხავი
 

რესპუბლიკელი კონგრესმენი, მარკუეინ მალინი, აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის განცხადებას ტყუილს უწოდებს.

დავით ბაქრაძემ რესპუბლიკური პარტიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შემდეგ, რომელშიც ეწერა, რომ ქართული ოცნების თავჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, განაცხადა, რომ დოკუმენტზე ხელის მომწერთა ნახევარი არ იზიარებს ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც ივანიშვილს ეხება.

„ვნახე ეს სტატია ქართულ პრესაში, რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელი კომიტეტის მიერ შექმნილ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის შესახებ. შეცდომას ნუ დაუშვებთ ეს ტყუილია. მე და ჩემი კოლეგები რესპუბლიკური პარტიის შემსწავლელ კომიტეტში თავისუფლების დამცველები ვართ და არ შევდრკებით პუტინის მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის არც საქართველოში“,-წერს მალინი სოციალურ ქსელში.

 


close დახურვა