ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დემოკრატიულად მოაზროვნე პოლიტიკოსს საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარი უნდა დაეჭირა.
ჯაშის თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში აღარ არიან გადამწყვეტი ძალები.
„პირველ რიგში, ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელიც ფიქრობს, რომ არის დემოკრატიულად მოაზროვნე და ქვეყნის ინტერესების გამტარებელი მას არ ჰქონდა უფლება გამიჯვნოდა ცვლილელების პროექტს. დღეს დადასტურდა, რომ ნაციონალური მოძრაობა და ევროპული საქართველო საპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში აღარ არიან გადამწყვეტი ძალები. შესაძლებელია, ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მათ მათგან დამოუკიდებლად. პასუხისმგებლობა იყო ასაღები და ჩვენ ეს ავიღეთ. იმედია, მესამე მოსმენაზეც არ იქნება ბარიერი“, - აღნიშნა ჯაშმა.
115 ხმით 3-ის წინააღმდეგ - საქართველოს პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა 119-მა დეპუტატმა მიიღო.