„ფორმულას" ექსკლუზიურ ინფორმაციას უკვე მოყვა გამოხმაურება, როგორ მოსთხოვა ე.წ. კლანმა მანანა კობახიძეს ძმის დაწინაურების სანაცვლოდ მერაბ ტურავას მხარდაჭერა. სწორედ ამ წუთებში საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომა იწყება ბათუმში.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა მერაბ ტურავამ „ფორმულასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, კენჭისყრის შედეგებამდე კომენტარს არ გააკეთებს.
„დაველოდოთ კენჭისყრის შედეგებს და თუ საჭირო იქნება, ერთიან პრესკონფერენციებს ჩავატარებ. გასაგებია, ცალკ-ცალკე ინდივიდუალურ შეკითხვებზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად ასეთ ჭორიკნულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამიტომ, მე არ ვარ ჟურნალისტებთან ურთიერთობის წინააღმდეგი, მაგრამ დაველოდოთ კენჭისყრის შედეგებს. ნუ მოვახდენთ ზეგავლენას პლენუმზე და არასწორი საზოგადოებრივი აზრის შექმნას. ხუთშაბათს იქნება შედეგები, რომელ კანდიდატს დაუჭერენ მხარს ვნახავთ და იმის მიხედვით გავცეთ პასუხები“, - განაცხადა ტურავამ.
„ფორმულას“ექსკლუზიური ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მანანა კობახიძის მხარდაჭერა, სასამართლოს ე.წ. კლანმა ძმის დაწინაურების სანაცვლოდ მოიპოვა.
