ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულების რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესი ჩატარდა.დაცვის მხარემ აღმკვეთი ღონისძიების გირაოთი შეცვლა მოითხოვა. რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა. დაკავებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ. ბრალდებულები მიიჩნევენ რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან დაკავებულები. მათი ოჯახის წევრები აცხადებენ, , რომ ხელისუფლებამ, კონკრეტულად კი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა კონსტანტინე ანანიაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამამ დავით რიჟვაძემ მათ საარჩევნოდ მხარდაჭერა სთხოვეს, უარის შემდეგ კი დაკავება განხორციელდა, საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 1 ივლისს განახლდება. დაკავებულების ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.
„100%-ით ვარ დარწმუნებული რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს არ მიუღია. ეს ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო, სამწუხარო გადაწყვეტილება მათთვის დამერწმუნონ. აუცილებლად ამ ემოციებს მიიღებს რითაც შეგვეძლება რამდენიც ვიქნებით და შეგვეძლება ამას გავაპროტესტებთ. ერთდროულად რეზოსა და ელდარის მეუღლეების დაწერილი განცხადება, დარიცხული თანხები, შემთხვევით ხდება?! - არა. 2000-2000 ლარი დათო რიჟვაძემ „გვიჯიგრა“, უნდოდა საარჩევნოდ ჩვენი მხარდაჭერა მოეპოვებინა. პირველი შეხვედრის მერე მოხდა დაკავება და იმის მერე შეხვედრა აღარ ყოფილა“,-აცხადებენ დაკავებულების ახლობლები.