logo
ENG



გიორგი ვაშაძე: ზოგს ჰგონია, რომ ივანიშვილი დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს

24 ივნ 202022:16
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ისნის მაჟორიტარად წარდგენის შემდეგ მის მიმართ აგორებულ შეტევაზე საუბრობს. მისი განცხადებით, მის კანდიდატურაში ეჭვის შეტანა სრულიად უსაფუძვლოდ ხდებოდა და არანაირი არგუმენტები არ ჰქონიათ.

ვაშაძის თქმით, ზოგიერთ ადამიანს ჰქონია, რომ ბიძინა ივანიშვილის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხებულია და ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

„ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო ეს შემოტევა, რაც ჩემი ისნის რაიონია მაჟორიტარ კანდიდატად წარდგენას მოჰყვა. თან ეს ხდებოდა ისეთი არგუმენტებით, რომელიც არაფრით არ არის გამყარებული და არაფერს რეალისტურს არ ეხმიანება. არც კი მინდა პასუხი გავცე ასეთ განცხადებებს.

მე ერთი რამე ვიცი, რომ რაც დღეს გამარჯვებისთვის საჭირო არის ეს არის მეტი ენერგია. ზოგი მაჟორიტარულ ოლქზე შეიძლება შეთანხმდეს, ზოგი პროგრამული კუთხით, ზოგი განათლების რეფორმაზე შეიძლება შეთანხმდეს და ეს უნდა ვუჩვენოთ ჩვენ საზოგადოებას და ამომრჩეველს და არა ის, რომ სხვების კრიტიკა დავიწყო ერთ დღეში.

ზოგს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია, ქართული ოცნება დამარცხებულია და ახლა ოპოზიციაც უნდა დაამარცხოს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


close დახურვა