logo
ENG



საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა

27 ივნ 202001:17
3 წუთის საკითხავი
clock 2714
4efndmudctcuybe.png

კიბერშეტევა განხორციელდა საქართველოს უნივერსიტეტის ვებგერდზე, აღნიშნულთან დაკავშირებით, უნივერსისტეტმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ დაზიანებულია ძირითადი გვერდები, ხოლო დანარჩენები გათიშულია.

საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებას „ფორმულა“ უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა - დაზიანებულია ძირითადი ვებგვერდი, ხოლო დანარჩენი გვერდები გათიშულია ადმინისტრაციის მიერ, პრობლემის სრულად აღმოფხვრის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მავნებლობა განხორციელდა პარასკევს, ალბათ იმ იმედით, რომ შაბათ-კვირას ვისვენებთ - გვსურს ვაცნობოთ ჩვენს სტუდენტებს, რომ ამ წუთებში ვმუშაობთ პრობლემის აღმოფხვრაზე და ვაცნობებთ სამართალდამცავ ორგანოებს შემდგომი რეაგირებისთვის.

საბედნიეროდ, საქართველოს უნივერსიტეტს ძალას მატებს წარმატებული სტუდენტების და კურსდამთავრებულების დიდი არმია, გამართული სამუშაო სისტემა და მობილიზებული ადმინისტრაცია.

ყველაფერი კარგად იქნება!“-ნათქვამია განცხადებაში.

აღსაღნიშნავია, რომ Youtube გვერდზე საქართველოს უნივერსიტეტთან დაკავშირებით მიმართვა გავრცელდა.

ვიდეოში ნათქვამია, რომ უნივერსიტეტი საკუთარი ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილებას  „სხვისი უბედურების“ ხარჯზე ცდილობს.

„დაე ეს იყოს ღვთიური სასჯელი ყველა იმ ლექტორის და ადმინისტრაციის წევრებისთვის, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს ახალგაზრდებს განათლების მიღებაში და მაქსიმალურად დაიკმაყოფილონ თავიანთი ფინანსური ინტერესები სხვისი უბედურების ხარჯზე, ეს მხოლოდ დასაწყისია, ჩვენ ვაგრძელებთ სისტემასთან ბრძოლას“,-ნათქვამია გავრცელებულ ვიდეოში.


close დახურვა