logo
ENG



ქართული ოცნება განცხადებას ავრცელებს: ანტიდასავლური განცხადებები ოპოზიციის არჩევანია

27 ივნ 202021:16
3 წუთის საკითხავი
clock 1317
5ai0hkyjp9y3owg.jpg

„ქართული ოცნება“ ოპოზიციას ანტიდასავლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს. მმართველი პარტია განცხადებას ავრცელებს და ოპონენტებს 8  მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, მმართველ გუნდს ანტიდასავლურად მიაჩნია შალვა ნათელაშვილისა და გიგა ბოკერიას განცხადებები გერმანიის ელჩის საპასუხოდ.  ისინი ბოდიშს უხდიან ჰუბერტ ქნირშს ოპოზიციის განცხადებების გამო.

"ჩვენი ვალია, ჩვენი ქვეყნის სახელით, ბოდიში მოვუხადოთ გერმანიის ელჩს, ბატონ ჰუბერტ კნირშს ჩვენი მოქალაქის უპასუხისმგებლო და არაეთიკური განცხადების გამო", - წერია "ქართული ოცნების" მიერ გავრცეკებულ განცხადებაში.

ტექსტში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმებას არ ასრულებს, როცა საკონსტიტუციო ცვლილებებს არ აძლევს ხმას.

8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით მმართველ პარტიას დასავლელმა პარტნიორებმა არაერთხელ მოუწოდეს, რომ გაეთავისუფლებინათ პოლიტიკური პატიმრები, რათა სრულად შესრულდეს შეთანხმება.


close დახურვა