საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ვირუსით, საერთო ჯამში, 926 ადამიანი დაინფიცირდა.
ექვსით გაიზარდა კოვიდ 19-გან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და მათი საერთო რაოდენობა 791-ს შეადგენს. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
საქართველოში ვირუსით ჯამში 15 ადამიანი გარდაიცვალა.