logo
ENG



ბაჩანა შენგელიას წინააღმდეგ მორიგი დისციპლინური წარმოება Facebook პოსტების გამო დაიწყეს

29 ივნ 202017:12
3 წუთის საკითხავი
clock 1317
7o3zej4fo7qjf9d.png

ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში წერს, რომ სანოტარო საქმიანობა Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტებისა და მისი აქტივობების გამო შეუჩერეს - ის იუსტიციის სამინისტროს მიერ მისთვის გაგზავნილ წერილს აქვეყნებს.

წერილში ნათქვამია, რომ შენგელია Facebook-ზე "ახორციელებს მიკერძოებული პოლიტიკური შეხედულებების საჯარო გამჟღავნებას და აკეთებს პოლიტიკურ შეფასებებს".

როგორც ბაჩანა შენგელია წერს, მის პოსტებს გარკვეული დროის განმავლობაში ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებდა  და ახლა თეა წულუკიანის უწყება დისციპლინურ წარმოებას იწყებს.

"ეს არის ახალი სიტყვა ქართულ რეალობაში, გენერალური ინსპექციის თანამშრომელი ამონიტორინგებს ჩემს ფეისბუქ-პოსტებს თურმე ბოლო ერთი თვე და იუსტიციის მინისტრი იწყებს მორიგ დისციპლინურ წარმოებას მონიტორინგის საფუძველზე. ველოდი, მაგრამ მაინც გაოგნებული ვარ", - წერს ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში. 

რამდენიმე დღის წინ ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობის უფლება შეუზღუდეს. მაშინ უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით ახსნა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო.

თავად შენგელია ამბობდა, რომ სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებაა.

2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა