logo
ENG



არ მაქვს საფუძველი, რომ მინისტრს არ ვენდო - ხუნდაძე ბაჩანა შენგელიას საქმეზე

01 ივლ 202009:59
3 წუთის საკითხავი
 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით კითხვები არ აქვს.

როგორ ხუნდაძემ აღნიშნა, ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის პასუხი ამომწურავი იყო.

„იუსტიციის მინისტრმა საკმაოდ ამომწურავი პასუხი გასცა, რომ ნოტარიუსები თავისუფალი უნდა იყვნენ პოლიტიკური შემადგენელისაგან და ეს იყო საფუძველი. მე არ მაქვს საფუძველი იმისა, რომ მინისტრს არ გამოვუცხადო პასუხთან მიმართებაში ნდობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა შენგელიას ნოტარიუსის საქმიანობა 18 ივნისს შეუჩერდა - ხოლო 29 ივნისს ცნობილი გახდა, რომ Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტების გამო, მის წინააღმდეგ კიდევ ერთი დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო.

 

შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს.  2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.


close დახურვა