logo
ENG



ამომრჩევლის ნების გამოვლენის კონტროლი - საია საარჩევნო ცვლილებების პაკეტზე შენიშვნებს აქვეყნებს

01 ივლ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 
pydhx4z8b5ndljr.jpg

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" საარჩევნოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს აკრიტიკებს - არასამთავრობო ორგანიზაცია თვლის, რომ პროექტით გათვალისწინებული მექანიზმები არ არის საკმარისი არსებული გამოწვევების დასაძლევად და ეს ცვლილებებიც ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ არ მოხდეს ამომრჩევლის ნების კონტროლი.

საია იძლევა რეკომენდაციას, რომ პაკეტში არსებული 25-მეტრიანი დისტანციის ნაცვლად, საარჩევნო უბანზე შეზღუდვის დისტანცია გაიზარდოს 100 მეტრამდე - ამ რადიუსში უნდა აიკრძალოს სააგიტაციო მასალაც და არაუფლებამოსილი პირის ყოფნაც.

არასამთავრობო ორგანიზაცია მიესალმება გენდერულ კვოტირებას, თუმცა მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ „გრძელვადიანი და მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად განსხვავებული სქესის წარმომადგენლობა პარტიულ სიაში 50%-მდე გაიზარდოს".

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი საარჩევნოდ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს დღეს უყრის კენჭს. 


close დახურვა