logo
ENG



ბოკერია მძინარაშვილზე: პროპუტინული პროპაგანდის გამტარებლის არჩევით, უმრავლესობის ლუსტრაცია მოხდა

01 ივლ 202016:02
3 წუთის საკითხავი
 
97hv74upd3x807j.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ბონდო მძინარაშვილის არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ უმრავლესობამ პირდაპირ პროპუტინული პროპაგანდის ერთერთ ბინძურ წარმომადგენელს მისცა ხმა.

ბოკერიას თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევა მმართველი გუნდის წევრებისთვის ტესტი იყო და მათი ლუსტრაცია მოხდა.

„კიდევ ერთი სამარცხვინო მაგალითი იმისი რა პოზიციები აქვს ივანიშვილის გუნდს ზოგადად ქვეყნის შიგნით. როდესაც ესეთ ფიგურას, რომელიც ღიად პროპუტინული პროპაგანდის გამტარებელია ჩვენ ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის თავისუფლების და ჩვენი ქვეყნის შიგნით, პერსონალური თავისუფლების ღია მოწინააღმდეგეს აძლევს ხმას, ამით ლუსტრაციას ახდენ. ამის მერე მეორე ნორმალური კანდიდატის გაყვანა, არაფერს არ ცვლის“, - აცხადებს ბოკერია.

ბოკერიას თქმით, როდესაც ხელისუფლება რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლაზე დაიწყებს საუბარს, საზოგადოებას უნდა ახსოვდეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებლის ბორდის წევრების არჩევასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში სამი ახალი წევრი აირჩიეს - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ზაზა აბაშიძე, ბონდო მძინარაშვილი და გიორგი მურღულია აირჩიეს.

კენჭისყრაზე „ფლანგვის დეტექტორის“ დამფუძნებელმა, ზაზა აბაშიძემ 98 ხმა მიიღო, „ობიექტივის“ ჟურნალისტმა, ბონდო მძინარაშვილმა 95, ხოლო ფილოლოგმა გიორგი მურღულიამ 92.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში არჩეული ახალი წევრები ნინია კაკაბაძეს, ქეთი მსხილაძესა და გია იაკობაშვილს ჩაანაცვლებენ.


close დახურვა