logo
ENG



აშშ-ის ელჩი: ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ

04 ივლ 202012:03
3 წუთის საკითხავი
clock 1568
he0z0vkmrnrbyqn.jpg

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამერიკას დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავს ულოცავს. მისი განცხადებით, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ არასდროს ჩერდება ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას.

დეგნანის თქმით, ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ, ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევაა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს.

„მე მინდა ვუსურვო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოში ბედნიერი 4 ივლისი. ეს არის დღე, როდესაც ამერიკელმა ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ეს სიტყვები ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც 244 წლის წინ, როდესაც დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა. თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად მიგვაჩნია ის, რომ ყველა ადამიანი იბადება თანასწორი და მას ღმერთისგან მინიჭებული აქვს გარკვეული განუყოფელი უფლებები, რომელთა შორისაა: სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება. ამ უფლებების დასაცავად არსებობენ მთავრობები, რომლებიც ძალაუფლებას მოქალაქეთა სამართლიანი შეთანხმებით იღებენ.

11 წლის შემდეგ, როცა აშშ-ის კონსტიტუცია მიიღეს, გაიწერა დემოკრატიული აღმშენებლობის სტრუქტურა, რომლის განვითარებას დღესაც ვაგრძელებთ. პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, უზარმაზარ სიმამაცეს მოითხოვდა ბევრი ამერიკელისგან, რომელთა ნაწილიც თქვენთვის ცნობილია. მაგალითად, აბრაამ ლინკოლნი, ელისაბეთ ქეიდი სტენტონი, მარტინ ლუთერ კინგი და ბევრი სხვა.

წელს ჩვენ აღვნიშნავთ მე-100 წლისთავს მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში მე-19 შესწორება შევიდა, რითაც ქალებს ყველა შტატში ხმის მიცემის უფლება მიეცა. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ ვიბრძოდით ქალების უფლებებისთვის, საქართველოს პარლამენტში უკვე აირჩიეს ხუთი ქალი. კიდევ 55 წელი დასჭირდა 1965 წლის საარჩევნო და უფლებების აქტის მიღებას, რათა აშშ-ს რასობრივი ბარიერები გაერღვია, რომელიც ბევრ ამერიკელს კენჭისყრაში მონაწილეობაში ხელს უშლიდა. ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომლიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებებს დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება. ეს მოითხოვს სიმამაცეს და რწმენას, რათა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ცვლის სტატუსკვოს და გზას უხსნის რეალურ პროგრესს."

აშშ-ის ელჩი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობასაც შეეხო და ამ ორი ქვეყნის მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება. 

"საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის უკვე იოლად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები, ასევე, თავისუფლების მოყვარული ხალხია, თქვენც მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის, თქვენც გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რაც გამოიხატა დემოკრატიული რეფორმებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ამერიკელების მსგავსად, აქვთ ნება, მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, - განაცხადა კელი დეგნანმა.


close დახურვა