logo
ENG



შაშკინი: 3 თვეა ფიტნეს-ცენტრების თანამშრომლები უმუშევრები არიან და ხელისუფლებისგან პასუხს ვერ იღებენ

04 ივლ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დიმიტრი შაშკინი მმართველ გუნდს სთხოვს განმარტოს, რატომ არის მაღალი რისკის მატარებელი სპორტდარბაზები და როდის მოხერხდება ეპიდემიოლოგიური ნორმების მიხედვით დარბაზების გახსნა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საზოგადოების პრობლემებს ყურადღებას არ აქცევს.

„ქართული ოცნების მმართველობის სტილი არის ხალხის იგნორი, ხალხის პრობლემების სრული იგნორირება და ზრუნვა თავის ჯიბეზე. ბოლო 1 თვის განმავლობაში უკვე ჩატარდა 2 საპროტესტო აქცია. ასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ითხოვდნენ პასუხს იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც მათ აწუხებთ. 

უკვე 3 თვეა, ფიტნეს-ცენტრების თანამშრომლები არიან უმუშევრები. მათ აინტერესებთ, რატომაა მაღალი რისკის მატარებელი სპორტდარბაზები და როდის მოხერხდება ეპიდემიოლოგიური ნორმების მიხედვით დარბაზების გახსნა, თუმცა ისინი ხელისუფლებისგან პასუხს ვერ იღებენ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.


close დახურვა