თუ მიტანის სერვისით ერთხელ მაინც გისარგებლიათ, ალბათ, მარტივად შენიშნავდით, რომ კურიერები ძირითადად მოპედებსა და სკუტერებს იყენებენ.
არა მხოლოდ კურიერები - ქალაქში პარკირების სიმწირისა და საცობების გამო, ხალხი გადაადგილების ალტერნატიულ საშუალებას ეტანება.
არის თუ არა ჩვენი ქვეყანა მზად ამ სიახლისთვის და არსებობს თუ არა რაიმე რეგულაციები მოპედისა და სკუტერის მძღოლებისთვის? - გაიზარდა ავტოსაგზაო ინციდენტების რაოდენობა და შესაბამისად, ფატალური შემთხვევებიც.
