logo
ENG



აღვირახსნილი კორუფციული სქემების შედეგი - ბარამიძე აშშ-ს დახმარების ნაწილის შესაძლო შეჩერებაზე

07 ივლ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

„ეს არის შედეგი იმ აღვირახსნილი კორუფციული სქემებისა, რომლებიც საქართველოში მოქმედებს უკვე წლების განმავლობაში“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ალექსანდრე ბარამიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბარამიძე არ გამორიცხავს, რომ შტატებმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, სხვა უფრო მძიმე სანქციებიც გაატაროს.

„უფრო მძიმე სხვა ქმედებებიც შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს. მათ შორის სანქციები ბიძინა ივანიშვილის აქტივებზე და ასე შემდეგ, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაღელვებს ის, რომ საქართველოს, როგორც ქვეყნის, სახელმწიფოს, ამ ქვეყნის მოსახლეობის იმიჯი ილახება“, - განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა, შესაძლოა, საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15 %-ს შეაჩეროს მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს არ გადადგამს დემოკრატიული ინსტიტუტებს განმტკიცებისკენ, კორუფციასთან ბრძოლისკენ და უზრუნველყოფს კერძო სექტორში კანონის უზენაესობას.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებას ოპოზიციშიც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ მომხდარი ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობის ბრალია.


close დახურვა