logo
ENG



​კაპანაძე ტელეკომუნიკაციების კანონპროექტზე: მარეგულირებელი ბიზნესს უფრო მეტად გააკონტროლებს

13 ივლ 202011:50
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტში ტელეკომუნიკაციების კანონპროექტის საკითხს ეხმაურება და ამბობს, რომ მისი დამტკიცების შემთხვევაში მარეგულირებელს ბიზნესის უფრო მეტი კონტროლის შესაძლებლობა მიეცემა. 

გარდა ამისა, კაპანაძის შეფასებით, კანონპროექტის მიღება ინვესტორების შემოსვლას შეამცირებს და ბაზარზე კონკურენციის შესაძლებლობას გააქრობს. 

"ცდილობენ, რომ ისეთი ტიპის ფუნქციები მისცენ მარეგულირებელს, რომელიც ამ სფეროებში კონკურენციას მოკლავს, შეუშლის ხელს ინვესტორების შემოსვლას და ინსტრუმენტებს მისცემს მარეგულირებელს, რომ უფრო მეტად აკონტროლოს ბიზნესი. ეს არის წარმოუდგენელი რამე. რაც მთავარია დისკუსიისთვის დრო არ აქვს არავის. მოახერხეს, რომ მარტო ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, არამედ ის ბიზნესები, რომლებსაც ეხებათ ეს ყველაფერი, არიან უკმაყოფილო. ამას აკეთებენ დაჩქარებული წესით. ერთ დღეში, უბრალოდ ღილაკებზე დაჭერით უნდათ, რომ ეს კანონპროექტი მიიღონ", - განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ტელეკომუნიკაციების კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებით, პროექტის განხილვა ხვალისთვის გადაიდო

კაკულიას განმარტებით, პროვაიდერებსა და კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შორის შეთანხმება ვერ შედგა და სწორედ ეს გახდა მოსმენის გადადების მიზეზი. 

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა - შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.


close დახურვა