logo

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს

16 ივლ 202008:07
3 წუთის საკითხავი
clock 594

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციული ქმედებების  დასრულებისკენ და კრემლთან, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთაზე ამახვილებს ყურადღებას და ზაზა გახელაძის დაკავების ფაქტზეც საუბრობს. 

„საკმაოდ სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათის დარღვევებისა და რუსული მხარის განწყობის მიუხედავად, რომ გადაჭრას ასეთი ტიპის საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და მოქნილად, სამწუხაროდ, თბილისში კიდევ ერთხელ ცდილობენ, მოაწყონ ამისგან პოლიტიკური სპექტაკლი და პასუხისმგებლობა სხვას დააკისრონ. ამ ვითარებაში განსაკუთრებულად უადგილოდ მიგვაჩნია, რუსეთის პროვოკაციებში, ამავე დროს მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის „უხეშ დარღვევასა" და გაერო-ს გენერალური მდივნის მოწოდების უპატივცემულობაში დადანაშაულება, პანდემიის პერიოდში ცეცხლის საყოველთაოდ შეწყვეტის მოწოდებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი და საელჩო, მომხდარის არსში გარკვევის გარეშე, ქართველ აღსაზრდელებს იცავს და მოსკოვსა და ცხინვალს ადანაშაულებს. 

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა 11 ივლისს გაიტაცეს, 

დე ფაქტო საინფორმაციო საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს, რომლის თანახმადაც ზაზა გახელაძე დაჭრილია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ზაზა გახელაძის გატაცებას ეხმაურებამორგან ორტაგუსი საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებას აზიარებს და წერს, რომ მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას სახელმწიფო დეპარტამენტი გმობს. 
close დახურვა