
„ფლანგვის დეტექტორმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016-2020 წლების სარეკლამო ხარჯები გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, შსს-მ ამ პერიოდში სარეკლამო ხარჯებში 747 000 ლარი დახარჯა.
გარდა ამისა, 2018 წელს სარეკლამო ხარჯებში შსს-მ 394,207 ლარი დახარჯა, რაც 21-ჯერ აღემატება 2017-ის მონაცემებს.
„ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად, შს სამინისტრო საჯარო ინფორმაციას მალავს და უცნობია, კონკრეტულად რაში იხარჯება თანხა.
მხოლოდ 2018-2019 წლებში “რეკლამაზე” დახარჯული თანხა 21 გამომძიებლის 2 წლის ხელფასს უდრის“, - ნათქვამია განცხადებაში.