logo
ENG



რუხაძე ფრენების აღდგენაზე: ხელისუფლება 5 კი არა, 25 ქვეყანასთან უნდა ხსნიდეს საზღვარს

17 ივლ 202017:45
3 წუთის საკითხავი
 

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, გიორგი რუხაძე 5 ქვეყანასთან ავიამიმოსვლის აღდგენას ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელისუფლება საზღვრების გახსნა არ სურს, რათა საფრთხე არ დაემუქროს, მისი, როგორც კორონასთან მებრძოლის სტატუსს. მისივე თქმით ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს ეკონომიკას.

„5 კი არა, 25 ქვეყნისთვის უნდა გაეხსნა საქართველოს საზღვარი თუ მართლა უნდოდა, რომ ტურისტები მიეღო და ვიზეარი არ უნდა გაეშვა საქართველოდან. ეს ყველაფერი ჯამში ჩემი აზრით მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს, ერთის მხრივ შეინარჩუნოს სტატისტიკა და მეორეს მხრივ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ საფრთხე არ დაემუქროს მისი, როგორც კორონასთან მებრძოლის სტატუსს. ამ ყველაფერს რეალურად ადასტურებს ფინანსთა მინისტრის განცხადებაც, რომელიც ამბობს, რომ 50 ათასი ტურისტის შემოსვლა საქართველოს ეკონომიკას ვერაფერს ვერ მოუმატებს“,-აცხადებს გიორგიო რუხაძე.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2 აგვისტოდან განახლდება. უწყების ცნობით, რეისს გერმანული ავიაკომპანია Lufthansa შეასრულებს.

 

 


close დახურვა