„კავკასუს ონლაინი“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საერთაშორისო არბიტრაჟში იწყებს დავას - ამის შესახებ ცნობილი მარეგულირებელი კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ გახდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობას კომისია სწორედ „კავკასუსის“ წინააღმდეგ ქმნიდა.
ბიზნესის დევნის და რეპრესიის დაკანონება - ესაა ოპოზიციის თქმით დღევანდელი კენჭისყრის შედეგი.
ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არცერთი არ ყოფილა.
კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებულად განიხილეს.
დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ცვლილებები კონკრეტული კომპანიის ქმედებებმა გამოიწვია.