logo
ENG



რუსულ კლუბს კრემლის გარდა, ივანიშვილის ფონდი ქართუც აფინანსებს - შაბათის ფორმულა

18 ივლ 202020:51
3 წუთის საკითხავი
clock 2071

რუსული იდეოლოგიისა და მიზნების პროპაგანდას წლებია საქართველოში არაერთი ორგანიზაცია თუ მედია საშუალება ეწევა. ამის ერთ-ერთი მაგალითი - რუსკი კლუბია. 

"ფორმულამ" გაარკვია, რომ კლუბს ვლადიმერ პუტინის ფონდთან ერთად, ქართველი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის ფონდი "ქართუც" აფინანსებს.

ნიკოლაი სვენტიცკი - ეს ადამიანია რუსკი კლუბის ხელმძღვანელი. მისი მტკიცებით, ოლიგარქი ფულს რუსული ენისა და რუსული კულტურის პოპულარიზაციისთვის უხდის. ოფიციალური დოკუმენტებით დგინდება, რომ რუსკი კლუბს ივანიშვილის ფონდმა "ქართუმ" 2018 წელს 400 ათას 350 ლარი ჩაურიცხა, 2019 წელს კი ამ თანხამ 452 ათას ლარს გადააჭარბა. ოლიგარქის პარალელურად კლუბის მთავარი საარსებო წყარო კრემლია.

კანფეტებს - ქართველი ბავშვებისთვის, საახალწლო სპექტაკლებს და წიგნებს რუსულ ენაზე რუსკი კლუბი ბიძინა ივანიშვილის ფულით ყიდულობს. ნიკოლაი სვენტიცკი "ფორმულას" უდასტურებს, რომ ფონდი "ქართუ" კლუბს, რომელიც რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება, სოლიდურ თანხებს აძლევს. 

თბილისში კრემლის მთავარმა სპიკერებმა რუსული ენის ცენტრის გახსნაც რამდენჯერმე დააანონსეს, თემა პრაღის ფორმატშიც განიხილებოდა, კეთდებოდა განცხადებები "ქართული ოცნების" მთავრობის მინისტრების მხრიდანაც, თუმცა საქართველოში, სადაც საზოგადოება ყოველდღე ხედავს ოკუპაციას, ცენტრის გახსნას პროტესტი მოჰყვა და თემაც თითქოს მიჩუმდა. 

დეტალები ნახეთ "შაბათის ფორმულაში". 


close დახურვა