logo
ENG



სვანეთში გაუჩინარებულ მოზარდს ანაკლიაშიც ეძებენ

23 ივლ 202020:24
3 წუთის საკითხავი
clock 1165

სვანეთში გაუჩინარებულ მოზარდს მეექვსე დღეა ეძებენ . 13 წლის ბიჭის კვალი სოფელ ლენჯერიდან ქრება. ილია ფილფანი სახლიდან 18 ივლისს, ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ უკან აღარ დაბრუნებულა. გაიზარდა მაშველთა შემადგენლობა, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია დრონი, მაგრამ არც ბიჭი და არც მისი პირადი ნივთები ჩანს. 

ფორმულას ადგილზე არც დაკარგულის ოჯახის წევრები დახვდნენ, გაუჩინარებულ ბიჭს ახლობლები საკუთარი ძალებითაც ეძებენ. დედა დუბაიშია და კორონაპანდემიის გამო ჩაკეტილი საზღვრების ფონზე სვანეთში ვერ ჩადის.  ოჯახის წევრების და ახლობლების  ნაწილი  ბიჭს ანაკლიაში  ეძებს, რადგან დაუზუსტებელი ინფორმაციით შეიტყვეს, რომ მოზარდი შესაძლოა ზღვისპირა  ქალაქში წასულიყო.  

„ანაკლიაშიც წავიდნენ. იქ წავიდნენ ჩვენი ბიჭები საძიებლად. ყველგან ეძებენ სადაც იყო და ამიტომ“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ანაკლიაში რომ  სამძებრო სამუშაოები დაიწყო - ეს ფორმულას სამაშველო სამსახურმაც დაუდასტურა. ისიც გვითხრეს რომ  პოლიციაში იმ მეზობლების გამოკითხვაც გრძელდება, რომლებმაც 13 წლის მოზარდი  გაუჩინარებამდე ნახეს.  

ძალოვანი უწყება კი საქმეს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით იძიებს

 


close დახურვა