„კაწრო“ და დაჩი ბუაძე საქართველოში არიან - შაქარაშვილის საქმესთან მედიის მიერ დაკავშირებული პირები კატეგორიულად უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი ქვეყნიდან წასვლას აპირებენ. ბუაძემ ფორმულასთან დაადასტურა მხოლოდ ის, რომ ფეხბურთელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებთან ბავშვობის მეგობრობა აკავშირებს. მათ შორის დაკავებულ ჟვანიას მცხეთაში მომხდარი დაპირისპირების საღამოს ტელეფონით ესაუბრა.
11-ვე ბრალდებულის ადვოკატი პატიმრობის შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს. სრულწლოვნების წინასასამართლო სხდომა 31 აგვისტოსაა ჩანიშნული, საქმეების განცალკევების მიუხედავად, პროკურატურას მოკლულის ოჯახი განზრახ ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობის დამნაშავეების გამოსავლენად ვადას არ უცვლის და სწორედ 31 აგვისტომდე აძლევს.