logo
ENG



ომბუდსმენი: სვანეთში დახმარებას გავუწევთ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა

10 აგვ 202016:35
3 წუთის საკითხავი
 
vm0vd1ttm00mune.jpg

სახალხო დამცველის აპარატის სვანეთის ოფისი დაბა მესტია, ლენგერსა და უშგულში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადის. ამასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო აპარატი მზადაა დახმარება გაუწიოს ყველა იმ პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მათი უფლებები დაირღვა.

შეგახსენებთ, ბოლო დღეებში კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები დაწესდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან. გარდა ამისა, წესდება შეზღუდვები დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის.


close დახურვა