დიდება უკრაინას, დიდება და მადლობა გმირებს. ჯაბა ხოფერია - უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი გმირი, დღეს, სამხედრო პატივით ლანჩხუთში დაკრძალეს. საქართველო კიდევ 5 დაღუპულ მეომარს, ცხედრების გარეშე გლოვობს. ბახმუტში ქართველი და უკრაინელი მეომრები ოკუპანტებისგან ცხედრების დახსნას, ახლაც, ამ წუთებშიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ცეცხლის ქვეშ ცდილობენ. გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ღირსებას და თავისუფლებას უკრაინაში იცავენ და მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებას, ყველაზე ცხელ წერტილში, საქართველოს თავისუფლებისთვის ეწირებიან, აქ, ამ ქვეყნის ხელისუფლება, პრემიერი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მეომრებს პარტიული ნიშნით ახარისხებს. ქართული ოცნებისთვის გაუგებარია, რომ მტერს ერთგულებას არ უმტკიცებენ; რომ მას ებრძვიან ყველგან, მაშინაც როცა ეს მტერი სხვა თავისუფალ ქვეყანას თავს ესხმის და უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. ირაკლი ღარიბაშვილისთვის კრიტიკული კითხვების ნებისმიერი ფორმულირებით დასმას, აზრი არ აქვს. პრემიერი, რომელიც ცალკე არ გეწერება, საჯარო განცხადებისას საერთოდ არ გიყურეს, სულ რომ 13-ჯერ ჰკითხო, რატომ არ დადის გმირების პანაშვიდზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი საკუთარ პოლიტიკურ სიტყვაში ხშირად იშველიებს, თავდასხმის ისეთ მეთოდებს, რომელიც დაუსაბუთებელია, დაცლილია მტკიცებულებებისგან და მხოლოდ სოფელ-სოფელ ხეტიალისას შეგიძლია აალაპარაკო.
34 გმირი - შაბათის ფორმულა
10 დეკ 202220:30
3 წუთის საკითხავი