logo
ENG



იმნაძის ხუმრობა რუსულ ვაქცინაზე: მაინტერესებს, როგორ ჩადგამს ბილ გეიტსი თავის ჩიპებს

12 აგვ 202011:25
3 წუთის საკითხავი
clock 3742
aagkwpj05w8dyw2.png

"ძალიან მაინტერესებს, როგორ ჩადგამს ბილ გეიტსი რუსულ ვაქცინაში თავის ჩიპებს", - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ხუმრობით აფასებს რუსეთის მიერ კორონავირუსის ვაქცინის დამტკიცებას. ამაზე მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა. 

იმნაძე ეჭვქვეშ აყენებს რუსული ვაქცინის სანდოობას, ვინაიდან, მისივე თქმით, გამოცდის პერიოდი ძალიან დაჩქარებულად მიმდინარეობდა. 

"მის ხარისხზე, სანამ არ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები, ვაქცინის კვლევის ფაზებზე, მანამდე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს პაატა იმნაძე. 

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთში კორონავირუსის პირველი ვაქცინა დაამტკიცეს. მისივე თქმით, ვაქცინა ორ თვეზე ნაკლები პერიოდის განმავლობაში გამოსცადეს ადამიანზე. პუტინი და სხვა ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ვაქცინა აბსოლუტურად უსაფრთხოა. პრეზიდენტი, ასევე, აცხადებს, რომ ვაქცინა მის ერთ-ერთ შვილზეც გამოსცადეს, რომელიც შემდეგ თავს კარგად გრძნობდა. 

Reuters წერს, რომ ვაქცინას, რომელსაც რუსეთში "სპუტნიკ 5" უწოდეს, ჯერ კიდევ არ დაუსრულებია საბოლოო ტესტირება. ამავე გამოცემის ცნობით, კლინიკური კვლევების მხოლოდ 10 პროცენტი აღმოჩნდა წარმატებული, ზოგიერთი ექსპერტი კი შიშობს, რომ მოსკოვი ეროვნულ პრესტიჟს უსაფრთხოებაზე წინ აყენებს.


close დახურვა