logo
ENG



ბაჩალიაშვილის დედა: მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი თქვენი ადვოკატიო

13 აგვ 202013:46
3 წუთის საკითხავი
clock 1348

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, პროკურორ მარიამ გოგორელიანს ბულინგში ადანაშაულებს.

როგორც თამაზაშვილმა აღნიშნა, საქმის მასალების შესწავლის ნაცვლად, მას კითხვებს ადვოკატ მიხეილ რამიშვილთან და იმ ჟურნალისტთან დაკავშირებით უსვამდნენ, რომელმაც გუშინ ბაჩალიაშვილის წერილი გაასაჯაროვა.

მაბულინგებენ, რატომ არის რამიშვილი ჩვენი ადვოკატი თურმე, რატომ მოვიდა, რა ჰონორარის ფასად. ეს არის პროკურორი მარიამ გოგორელიანი. ჩამაცივდა, კაპანაძეს [ჟურნალისტს] შენ მიეცი თუ არა ის წერილიო, რა მნიშვნელობა აქვს მაგათთვის, ვინ მისცა, წყარო ვინ იყო. მიიტანა იმ კაცმა, გაასაჯაროვა და გამოიკვლიონ. მქონდა სახლში, მაგრამ არ ჩამითვლია, რომ რამე ისეთი იყო და ჟურნალისტმა ჩათვალა საჭიროდ, იმ წყარომ, ვინც მიაწოდა და გაასაჯაროვა, რა არის ამაში ცუდი.  ბევრი კითხვებია რამიშვილთან დაკავშირებითო და რატომ არის ბევრი კითხვის ნიშანი? ვინც არ უნდა ყოფილიყო ადვოკატი, მაინც იგივე კითხვები ექნებოდათ, ყელში გაეჩხირათ ეს კაცი“, - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს


close დახურვა