logo
ENG



ტურისტულ რეგიონებში მომსახურე პერსონალს ინტენსიურად გატესტავენ

19 აგვ 202013:06
3 წუთის საკითხავი
 
t3hm0qpmqlkl6y3.jpg

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ტურისტულ რეგიონებში, კაფე-ბარების, კლუბებისა და სასტუმროების მომსახურე პერსონალი ინტენსიურ ტესტირებას გაივლის.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ ტურისტულ რეგიონებში, განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებზე, დამსვენებელთა რაოდენობა მომატებულია.

"შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე გადაწყდა, რომ იმ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს განსაკუთრებულად იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას, რაც კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, ვირუსის პრევენციის წინააღმდეგ ბრძოლაში", - აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა

შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან 1098 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა.


close დახურვა