logo
ENG



სვანეთში მომავალი კვირიდან, მოქალაქეები ტესტირების შემდეგ, საკარანტინო სივრცეს დატოვებენ

19 აგვ 202013:21
3 წუთის საკითხავი
 
61fv1439aln67rn.jpg

სვანეთში მოქალაქეებს საკარანტინო სივრცის დატოვება ტესტირების ჩატარების შემდეგ, მომავალი კვირიდან შეეძლებათ, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საკარანტინე სივრცეებში დღევანდელი მონაცემებით 1600-მდე ადამიანია გადაყვანილი.

„მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ მომდევნო კვირის დასაწყისიდან, ტესტირების შესაბამისად მოხდება ადამიანების გამოშვება საკარანტინე სივრცეებიდან. მინდა მადლობა გადავუხადო სვანეთის მცხოვრებლებს, ასევე დამსვენებლებს მათი თანამშრომლობისთვის, გამგებიანობისთვის, რადგან ჩვენ გვესმის, რომ შექმნილი ვითარება მათთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლას უდრიდა მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად შევეცადეთ, თითოეული მათგანისთვის კომფორტული გარემო პირობები შეგვექმნა საკარანტინე სივრცეში“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, მესტიის მუნიციპალიტეტში შეზღუდვები 10 აგვისტოს დაწესდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 აგვისტოდან, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოიხსნება.


close დახურვა