logo
ENG



35 ლარს ვერ გადაიხდის ხალხი - ბათუმის ბაზრის მოვაჭრეები გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ

28 ივნ 202012:26
3 წუთის საკითხავი
 

ბაზარში დასაქმებულები ყოველდღიური გადასახადის გაზრდას აპროტესტებენ - საუბარია ე. წ. ბონის ბაზარში საბითუმო ვაჭრობის ობიექტზე.

მოვაჭრეები ამბობენ, რომ ისინი ყოველდღიურად 25 ლარს იხდიდნენ, ბაზრის ადმინისტრაციამ  კი გადასახადი 35 ლარამდე გაზარდა. დასაქმებულების თქმით, ვაჭრობა შემცირებულია და ისინი გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.  

„35 ლარს ვერ გადაიხდის ხალხი, არაა შემოსავალი. ვერ ვიხდით და სად წავიდეთ?!" - ამბობენ მოვაჭრეები.


close დახურვა