
თბილისის მეტროში საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო. როგორც ფორმულას თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, 20 წუთის განმავლობაში მოძრაობის გაჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, რამაც ძაბვის ვარდნა გამოიწვია.
ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.