საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა 9-ით გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1568 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 279 პაციენტი ვირუსისგან განიკურნა, 19 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინში 6 185 ადამიანი იმყოფება.